“ინტერმა” არჩევანი ლუკაკუსა და დიბალას შორის გააკეთა

 “ინტერმა” არჩევანი ლუკაკუსა და დიბალას შორის გააკეთა
სმარტუნიონი

“ინტერმა” არჩევანი ლუკაკუსა და დიბალას შორის გააკეთა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ინტერს არჩევანი ორ ვარსკვლავს შორის მოუწევს.

თუმცა, ნერაძურის ხელმძღვანელებმა უკვე გადაწყვიტეს, რომელი ფეხბურთელია მათთვის პრიორიტეტული. Calciomercato-ს ცნობით, დიბალას ინტერსა და ლუკაკუს შორის მოლაპარაკებების დასასრულებლად ივნისის ბოლომდე მოუწევს ლოდინი. იმ შემთხვევაში, თუ ბელგიელის ხელმოწერა ჩაიშლება, მილანელები არგენტინელ თავდამსხმელს მიმართავენ.

რომელუ ლუკაკუ ჩელსის ეკუთვნის. მისი ტრანსფერი შეიძლება საკმაოდ ძვირი დაჯდეს, ამიტომ მხოლოდ იჯარაა ერთადერთი გამოსავალი.

პაულო დიბალა უფასო ტრანსფერზეა ხელმისაწვდომი, რადგან მისი კონტრაქტი იუვენტუსთან ივნისში მთავრდება.

ბოლოს დამატებული პოსტები