“ინტერმა” ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზანი დაისახა

 “ინტერმა” ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზანი დაისახა
Digiqole Ad

“ინტერმა” ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზანი დაისახა

Calciomercato-ს ცნობით, ინტერი ამ ზაფხულს ჩელსის თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს შეძენას ეცდება. ის შესაძლოა სერია A-ში მალე დაბრუნდეს.

გამოცემის ცნობით, მილანელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკება ბელგიელი თავდამსხმელის აგენტთან. ფეხბურთელის ტრანსფერით პირადად დაინტერესებულია მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი, რომელიც გუნდისთვის პრიორიტეტად ლუკაკუს ტრანსფერს მიიჩნევს.

ლუკაკუ ჩელსიში 2021 წლის აგვისტოდან თამაშობს, სადაც ინტერიდან 113 მილიონ ევროდ გადავიდა. მისი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

მილანის ინტერის ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ჩელსისთან ბელგიელი თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე.

შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში ჩელსის მაისურით 26 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.