ინტერმა ვერონასთან მატჩისთვის მზადება დაიწო

 ინტერმა ვერონასთან მატჩისთვის მზადება დაიწო
Digiqole Ad

ტურინში მიღწეული წარმატების შემდეგ, ინძაგიმ დაიწყო ფიქრი და მუშაობა შაბათის მატჩისთვის.

ინტერმა იუვენტუსთან ალიანს სტადიონზე გამარჯვებით მოიპოვა ენთუზიაზმი და რწმენა, რომელიც აუცილებელია ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წარმატებით ჩასატარებლად.

ტურინში მოპოვებულმა სამი ქულის შემდეგ ნერაძური ოთხი ქულით ჩამორჩება მილანს, რომელმაც ბოლონიასთან 0-0 ითამაშა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

უფრო მეტი თავდაჯერებულობით, სიმონე ინძაგის ბიჭები ახლა უკვე მომდევნო მატჩზე არიან გადართულები, რომელიც გაიმართება შაბათს თბილისის დროით 20:00 საათზე ჯუზეპე მეაცაზე.

ინტერს ტუდორის გუნდთან ლაუტარო მარტინესის გარეშე მოუწევს თამაში რომელიც მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. სავარაუდოდ არგენტინელს მისი თანამემამულე კორეა ჩაანაცვლებს, რომელმაც ვერონას პირველი წრეში ორი გოლი გაუტანა.

კარგი ამბავი მდგომარეობს იმაში, რომ დევრი გამოჯანმრთელდა და მზადაა ვერონას წინააღმდეგ პირველი წუთიდან დაიწყოს.