ინტერმა სიმონე ინძაგის საბოლოო ულტიმატუმი წაუყენა

 ინტერმა სიმონე ინძაგის საბოლოო ულტიმატუმი წაუყენა
Digiqole Ad

ინტერმა სიმონე ინძაგის საბოლოო ულტიმატუმი წაუყენა.

“ინტერის” მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი სერია A-ს 30-ე ტურში “მონცასთან” წაგების შემდეგ (0:1) გუნდიდან გათავისუფლებასთან ახლოსაა, იტყობინება Football Italia.

წყაროს ცნობით, თამაშის შემდეგ ინტერის ხელმძღვანელობა ინძაგის შეხვდა, სადაც გუნდის ბოლო მატჩების შედეგებით უკმაყოფილება გამოთქვა. ნერაძურის მთავარი მწვრთნელის მომავალი დამოკიდებულია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბენფიკასთან დაპირისპირების შედეგებზე (პირველ მატჩში 2-0) და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაზე.

30 ტურის შემდეგ ინტერი სერია A-ს 51 ქულით მეხუთე ადგილზეა და მეოთხე ადგილზე მყოფ მილანს ორი ქულით ჩამორჩება.