ინტერმა შესაძლოა თავისი ფეხბურთელი დასაჯოს

 ინტერმა შესაძლოა თავისი ფეხბურთელი დასაჯოს

ინტერი

Digiqole Ad

ინტერმა შესაძლოა თავისი ფეხბურთელი დასაჯოს.

ინტერმა შესაძლოა ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ დააჯარიმოს მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის მიმართ კრიტიკული ინტერვიუს შემდეგ . ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.

თურქმა ფეხბურთელმა ინტერის ბოსი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სერია A-ში ბოლო მილანის დერბის დროს მისმა არასწორმა შეცვლამ ნერაძურის დამარცხება გამოიწვია. მოგვიანებით მან განმარტა, რომ არასდროს ადანაშაულებდა თავის მწვრთნელს.

როგორც ჩანს, ზოგიერთი ჩემი სიტყვა არასწორად იქნა განმარტებული ზოგიერთი მედიის მიერ. არასდროს არ გამიკრიტიკებია არც ერთი მწვრთნელი, რომ აღარაფერი ვთქვათ ინძაგიზე, რომელსაც ვთვლი დიდ მწვრთნელად და ვისაც ძალიან უნდოდა ჩემი ნდობით მივსულიყავი ინტერში. თუ მე და ჩემმა თანაგუნდელებმა შესანიშნავი სეზონი გვქონდა და ორი თასი მოვიგეთ, ეს დიდწილად მისი დამსახურებაა.

ჰაკან ჩალჰანოღლუ