“ინტერმა” შესაძლოა ლუკაკუს ტრანსფერი დღეს დახუროს
“ინტერმა” შესაძლოა ლუკაკუს ტრანსფერი დღეს დახუროს.
მილანის ინტერი სავარაუდოდ დღეს აპირებს ჩელსის თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის დახურვას. ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს თქმით, მხარეები ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან.
ლუკაკუს ერთწლიან სესხზე ინტერი დაახლოებით 10-12 მილიონ ევროს გადაიხდის.
ლუკაკუს ჩელსის დატოვება და ინტერში დაბრუნება ჯერ კიდევ დეკემბერში სურდა. ბელგიელმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგაში მხოლოდ 8 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ რომელუ ჩელსის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.