ინტერმა სერიოზულ პროგრესს მიაღწია დარმიანთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებში

 ინტერმა სერიოზულ პროგრესს მიაღწია დარმიანთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებში
Digiqole Ad

ინტერმა სერიოზულ პროგრესს მიაღწია დარმიანთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებში.

მილანის “ინტერმა” მიაღწია გარღვევას მცველ მატეო დარმიანთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებში. Sky Sport Italia-ს ცნობით, ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება ახლა უფრო რეალურია.

შეგახსენებთ, რომ დარმიანი ნერაძურში 2020 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელი გუნდს მაშინ შეუერთდა, როცა მას ანტონიო კონტე ხელმძღვანელობდა. თავის პირველ სეზონში მატეომ ინტერთან ერთად მოიგო სერია A, ხოლო ერთი წლის შემდეგ, იტალიის თასი.

მიმდინარე სეზონში იტალიელს ლიგის ათ მატჩში ორი საგოლე გადაცემა აქვს. მანამდე ფეხბურთელი ასევე თამაშობდა სერია A-ში ისეთი კლუბების შემადგენლობაში, როგორიცაა პალერმო, ტორინო და პარმა.