ინტერმა სერია A-ში იუვენტუსს მოუგო
დღეს, 3 აპრილს, იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის ფარგლებში, ტურინში, ალიანს-იუვენტუსის სტადიონზე, ადგილობრივი იუვენტუსი ინტერს დაუპირისპირდა.
შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1:0 დასრულდა. 45-ე წუთზე მასიმილიანო ირატიმ დენზელ დამფრისზე დარღვევისთვის პენალტი არ დაუნიშნა. VAR არბიტრებმა მთავარ მოსამართლეს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდეს და პენალტი დაინიშნა.
პენალტი ინტერის თურქმა ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ შეასრულა და გაიტანა.
ინტერი სერია A-ში 63 ქულით მესამეა, ლიდერ ნაპოლისა და მილანს სამი ქულით ჩამორჩება და ერთი თამაშით ნაკლები აქვს. იუვენტუსი 59 ქულით მეოთხე ადგილზეა.