ინტერმა პერიშიჩს ულტიმატუმი წაუყენა

 ინტერმა პერიშიჩს ულტიმატუმი წაუყენა
სმარტუნიონი

ინტერმა პერიშიჩს ულტიმატუმი წაუყენა.

“ინტერმა” შესთავაზა პერიშიჩს ახალი კონტრაქტი წელიწადში 5 მილიონი ევროს ოდენობით, პლუს ბონუსები, რომლებიც შეიძლება 6 მილიონს მიაღწიოს. თუმცა, ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელს უკვე აქვს უფრო სოლიდური შეთავაზებები ბაიერნიდან, ჩელსიდან და ნიუკასლიდან.

პერიშიჩს ფიქრისთვის დრო დასჭირდა. ფეხბურთელი გადაწყვეტილებას სავარაუდოდ შაბათ-კვირას მიიღებს.

მიმდინარე სეზონში პერიშიჩი მილანური კლუბის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდა, რომელმაც სერია A-ში 35 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბოლოს დამატებული პოსტები