ინტერმა ოფიციალურად წარადგინა მეორე თეთრი მაისური
ინტერმა ოფიციალურად წარადგინა მეორე თეთრი მაისური.
მაისური შესრულებულია თეთრ და ღია აკვა ფერებში მსოფლიოს გამოსახულებით.
თეთრი ქმნის ახალი დიზაინის საფუძველს, რომელიც გამდიდრებულია ღია აკვა ფერის პრინტით, რომელიც ასახავს მსოფლიო რუქას. ინკლუზიური სულისკვეთება და ღიაობა მსოფლიოსადმი ასევე გაუმჯობესებულია საყელოში განთავსებული წარწერით “Internationale”
ახალი გერბი განთავსებულია რუკაზე მილანთან შესაბამისობაში, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას ინტერსა და მის ქალაქს შორის განუყოფელ კავშირს.
ახალი მაისური გამოყენებული იქნება ლეჩეში შაბათ საღამოს ლიგის დებიუტში. ამის შესახებ Gazzetta dello Sport იუწყება.