ინტერმა მილანის აღზრდილთან ტრანსფერი შეათანხმა


ინტერმა მილანის აღზრდილთან ტრანსფერი შეათანხმა.
მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები “ბორდოს” მცველ რაულ ბელანოვას ტრანსფერზე შეთანხმდნენ, რომელიც “მილანის” აღზრდილია.
ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მილანური კლუბი 22 წლის იტალიელ ფეხბურთელში დაახლოებით რვა მილიონ ევროს გადაიხდის. აღსანიშნავია, რომ ბელანოვა მილანის აღზრდილია, გასულ სეზონში კი მცველი იჯარით სერია A-ში თამაშობდა კალიარიში.
გასულ სეზონში რაულ ბელანოვამ იტალიის ჩემპიონატში 31 შეხვედრა ჩაატარა. მცველმა ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.