ინტერმა მეასე გამარჯვება მოიპოვა მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის ხელმძღვანელობით
ინტერმა მეასე გამარჯვება მოიპოვა მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის ხელმძღვანელობით.
ორშაბათს, ნერაძურებმა სერია A-ს 30-ე ტურში ემპოლი დაამარცხეს ფედერიკო დიმარკოსა და ალექსის სანჩესის გოლების წყალობით, რომლებიც მე-5 და 81-ე წუთებში გაიტანეს.
ინძაგისთვის ეს გამარჯვება მე-100 იყო მილანური გიგანტის სათავეში 150 მატჩში. 47 წლის მწვრთნელის ხელმძღვანელობით 25 შემთხვევაში ინტერმა ფრედ ითამაშა, 25-ჯერ კი დამარცხდა. საერთო გოლების სხვაობაა 297:126. სიმონე ინძაგი ინტერს 2021 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს.
მილანში გადასვლამდე სპეციალისტი ლაციოს მთავარ მწვრთნელად ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა.