ინტერმა ლევერკუზენს გოსენსი არ დაუთმო

 ინტერმა ლევერკუზენს გოსენსი არ დაუთმო
Digiqole Ad

ინტერმა ლევერკუზენს გოსენსი არ დაუთმო.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, ინტერის ნახევარმცველი რობინ გოსენსი ამ ზაფხულს ბაიერში არ გადავა.

წყაროს ცნობით, იტალიურმა კლუბმა 28 წლის გერმანელთან განშორება ამ ზაფხულს გადაიფიქრა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოსენსი ინტერიდან ლევერკუზენში იჯარით გადავა 28 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ნერაძურებში ოთხი მატჩი ჩაატარა და ეფექტური მოქმედებებით მათში გოლი ვერ გაიტანა.  

ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი “ინტერთან” 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. პორტალი Transfermatkt გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს 28 მილიონ ევროდ აფასებს.