“ინტერმა” “ლაციოსთან” შეათანხმა აჩერბის გამოსყიდვის პირობები
“ინტერმა” “ლაციოსთან” შეათანხმა აჩერბის გამოსყიდვის პირობები.
ცენტრალურ მცველ ფრანჩესკო აჩერბის ინტერი ლაციოდან გამოისყიდის.
35 წლის ფეხბურთელი “ნერაძურში” იჯარით მიმდინარე სეზონის ბოლომდეა. გარიგება თავდაპირველად ითვალისწინებდა გამოსყიდვის ვარიანტს, მაგრამ ინტერი ცდილობდა მოეწყო ტრანსფერი უფრო ხელსაყრელი პირობებით. Goal-ის ინფორმაციით, კლუბებმა პირობებზე შეთანხმება შეძლეს – აჩერბი ინტერში 2 მილიონ ევროდ გადავა. ტრანსფერი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გაოფიციალურდება, რომელიც 10 ივნისს გაიმართება.
ფრანჩესკო აჩერბიმ მიმდინარე წელს ყველა ტურნირზე ინტერის 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.