ინტერმა ლაციოს მცველი აჩერბი იჯარით დაიმატა


ინტერმა ლაციოს მცველი აჩერბი იჯარით დაიმატა.
მილანური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 34 წლის იტალიელთან საიჯარო ხელშეკრულება 2022/23 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი.
იჯარის ხელშეკრულება მოიცავს გამოსყიდვის ოფციას. ნერაძურის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 34 წლის ფეხბურთელი ინტერში მე-15 ნომრით ითამაშებს.
ერთი რამ ცხადია, ამ მაისურის გამო ყველაფერს გავაკეთებ.
ფრანჩსკო აჩერბი
გასულ სეზონში მცველმა რომაელთა რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 34 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი კონტრაქტი კლუბთან ძალაშია 2025 წლის 30 ივნისამდე.
Transfermarkt-ი აჩრბის 4 მილიონ ევროდ აფასებს.