ინტერმა კვლავ ვერ დაითანხმა პერიშიჩი


ინტერმა კვლავ ვერ დიათანხმა პერიშიჩი.
“ინტერმა” კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გამართა ნახევარმცველ ივან პერიშიჩთან, თუმცა მას ჯერ არ მოჰყოლია ორივე მხარის თანხმობა.
მილანური კლუბი კვლავ სთავაზობს წელიწადში 4,5 მილიონს და კონტრაქტს ორი სეზონისთვის. თუმცა, ფეხბურთელი მინიმუმ 5 მილიონიან გარიგებას დაჟინებით მოითხოვს.
ბოლო შეხვედრაზე მილანური კლუბის ხელმძღვანელობამ ნათლად განაცხადა, რომ პირობებს არ შეცვლიდნენ. მანამდე ფეხბურთელმა განაცხადა, რომ „არანორმალურად“ მიაჩნია ის სიტუაცია, როდესაც კლუბი აჭიანურებს მოლაპარაკებებს გუნდთან საჭირო ფეხბურთელთან.
ამ სეზონში პერიშიჩმა სერია A-ში 34 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.