“ინტერმა” იუვენტუსი დაამარცხა და იტალიის თასის ფინალში გავიდა


“ინტერმა” იუვენტუსი დაამარცხა და იტალიის თასის ფინალში გავიდა.
იტალიის თასის ნახევარფინალში ინტერმა იუვენტუსი 1:0 დაამარცხა . შეხვედრა მილანში გაიმართა.
შეხვედრის მე-15 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი მცველი ფედერიკო დიმარკო გახდა.
ინტერმა ძალიან კარგად ითამაშა და ლამაზი გამარჯვება მოიპოვა. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვართ. ახლა შეკრული გუნდი გვყავს, ბიჭები კლუბის მაისურისთვის იბრძვიან. ყველა მატჩში ვაჩვენებთ იმას, რაც შეგვიძლია“,
ფედერიკო დიმარკო
გუნდებს შორის პირველი მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა. ამრიგად, “ინტერი” კოპა იტალიის ფინალში გავიდა.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს კრემონეზე და ფიორენტინა ხვდებიან. პირველი მატჩი “იისფერი” გამარჯვებით (2:0) დასრულდა. საპასუხო თამაში 27 აპრილს გაიმართება.