ინტერმა იტალიის ჩემპიონატში წაუგებელი სერია 17 მატჩამდე გაზარდა


ინტერმა იტალიის ჩემპიონატში წაუგებელი სერია 17 მატჩამდე გაზარდა.
შაბათს, 10 თებერვალს, მილანის ინტერმა იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურში სტუმრად რომა დაამარცხა.
გუნდებს შორის შეხვედრა სიმონე ინძაგის გუნდის სასარგებლოდ 4:2 დასრულდა. ინტერისთვის ეს გამარჯვება სერია A-ში ზედიზედ მეხუთე იყო. აღსანიშნავია, რომ მილანის გუნდს ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ 17 მატჩი არ წაუგია. ბოლოს ინტერი სასუოლოსთან დამარცხდა სექტემბერში, როცა მეტოქემ ანგარიშით 2:1 მოიგო.
ინტერი სერია A-ს ერთპიროვნულად ლიდერობს, 60 ქულით. მეორე ადგილზე მყოფ იუვენტუსს კი შვიდი ქულით უსწრებს.