Cancel Preloader

“ინტერმა” იპოვა გზა სანჩესის მოსაშორებლად?

 “ინტერმა” იპოვა გზა სანჩესის მოსაშორებლად?
Digiqole Ad

“ინტერმა” იპოვა გზა სანჩესის მოსაშორებლა?.

მილანის “ინტერმა” იპოვა ალექსის სანჩესის მოშორების გზა, რომლის წასვლა სიმონე ინძაგის ნამდვილად სჭირდება იმის გამო, რომ კლუბმა ჯერ ცოტა უნდა განიტვირთოს შემადგენლობა შესყიდვების განსახორციელებლად. სანჩესს კონტრაქტი მხოლოდ მომავალ წელს ეწურება, მაგრამ მილანელებს ამ სიტუაციაში კიდევ ერთი წლის ლოდინი კატეგორიულად არ სურთ.

ITASportPress-ის ცნობით, სანჩესი შესაძლოა თურქულ გალათასარაიში წავიდეს, რომელმაც ფეხბურთელს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. პრობლემა ის არის, რომ თავად სანჩესს არ სურს თურქეთის ჩემპიონატში თამაში, ჩილელს რაღაც უფრო ღირსეულის იმედი აქვს – სულ მცირე, მარსელის ოლიმპიკთან კონტრაქტი, რომელმაც მის მიმართ ინტერესი გამოიჩინა.