“ინტერმა” ინძაგისთან განშორება გადაწყვიტა და ახალი ტოპ მწვრთნელი იპოვა?
“ინტერმა” ინძაგისთან განშორება გადაწყვიტა და ახალი ტოპ მწვრთნელი იპოვა?
მილანში “ინტერი” სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელის შეცვლას ელოდებიან. როგორც Todofichajes-ის ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, ამჟამინდელი გუნდის მწრთნელი სიმონე ინძაგი თანამდებობას დატოვებს.
ნერაძურიმ იტალიელის ღირსეული შემცვლელი უკვე იპოვა? მილანის გრანდი კლუბის მთავარ მწვრთნელად მადრიდის ატლეტიკოში მომუშავე არგენტინელ დიეგო სიმეონეს დანიშვნას გეგმავს.
ინძაგის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება იტალიურ კლუბთან 2024 წლის შუა რიცხვებამდეა ძალაში. სიმეონეს კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2023/2024 წლების სეზონის ბოლოს ეწურება.
ინტერმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონი წარუმატებლად დაიწყო. ათი ტურის შემდეგ ნერაძური 18 ქულით მეშვიდე ადგილზეა.