ინტერმა ინძაგის ულტიმატუმი წაუყენა

 ინტერმა ინძაგის ულტიმატუმი წაუყენა
Digiqole Ad

ინტერმა ინძაგის ულტიმატუმი წაუყენა.

მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი შესაძლოა გაათავისუფლონ, თუ გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვერ გაიყვანს.

Corriere dello Sport-ის ჟურნალისტების ცნობით, ნერაზურის ხელმძღვანელობა გუნდის შედეგებით უკმაყოფილოა და ბოლო მატჩში მარცხმა “სპეციასთან” (1:2) ბოსები გააღიზიანა. თუ ინტერი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდება, ინძაგის ბედი გადაწყვეტილი იქნება.

ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურისთვის ინტერი პორტოსთან იბრძვის. დაპირისპირების პირველ შეხვედრაში მილანურმა გრანდმა მინიმალური გამარჯვება იზეიმა ანგარიშით 1:0.

სიმონე გუნდის მთავარი მწვრთნელია 2021 წლის ივნისიდან. მისი კონტრაქტი 2023/2024 წლების სეზონის ბოლომდე მოქმედებს.