“ინტერმა” ინძაგის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
“ინტერმა” ინძაგის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო.
მილანის “ინტერის” მფლობელები გუნდის მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის მუშაობით კმაყოფილნი არიან და მასთან ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ნიკოლო შირამ, ინსაიდერმა, სოციალური მედიის საშუალებით გაამხილა, რომ ნერაძურებმა სპეციალისტს შესთავაზეს ახალი კონტრაქტი, რომელიც გაგრძელდება 2024 წლის შუა რიცხვებამდე. კონტრაქტში ინტერი აპირებს დაწეროს პუნქტი ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობის შესახებ.
მილანური კლუბი ასევე მზადაა ინძაგის ხელფასი 4,2 მილიონი ევროდან 5,3 მილიონამდე გაზარდოს.
46 წლის ფეხბურთელი ინტერის მწვრთნელის პოსტს გასული წლის ივნისში დაიკავა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2022/2023 წლების სეზონის ბოლომდეა ძალაში.