“ინტერმა” ინძაგის კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა

 “ინტერმა” ინძაგის კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა
Digiqole Ad

“ინტერმა” ინძაგის კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა.

ფეხბურთის ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ განაცხადა, რომ ინტერი მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის 2023/24 წლების სეზონის ბოლომდე კონტრაქტს გაუხანგრძლივებს.

ჟურნალისტის თქმით, კონტრაქტში იქნება პუნქტი გარკვეული პირობებით კიდევ ერთი სეზონის ავტომატური განახლების შესახებ.

რომანო ადასტურებს, რომ შავ-ლურჯები დაინტერესებულნი არიან პაულო დიბალას შეძენით, მისი ხილვაც გუნდში ინძაგისაც სურს. დიბალა იუვენტუსიდან წავიდა და თავისუფალ ტრანსფერზეა.

2021/22 წლების სეზონი ინტერმა მეორე ადგილზე დაასრულა, ინძაგის გუნდი სკუდეტოსთვის ბოლო ტურამდე იბრძოდა. მაგრამ საბოლოოდ მილანი გახდა ჩემპიონი.