“ინტერმა” გუნდის კაპიტანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
“ინტერმა” გუნდის კაპიტანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ჟურნალისტ ნიკოლო შირას ცნობით, ინტერის კაპიტანმა სამირ ჰანდანოვიჩმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
წყაროს ცნობით ახალი ხელშეკრულება 2023 წლამდეა გათვლილი, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
ჰანდანოვიჩი “ინტერში” 2012 წლიდანაა, როცა უდინეზედან 15 მილიონ ევროდ გადავიდა. მისი ძველი კონტრაქტი კლუბთან ზაფხულში იწურებოდა.
მიმდინარე სეზონში 37 წლის სლოვენიელმა შავ-ლურჯების შემადგენლობაში 49 მატჩი ჩაატარა ყველა შეჯიბრში, რომელშიც 40 გოლი გაუშვა და 20-ჯერ დატოვა ბადე მშრალად. ვებგვერდი Transfermarkt მეკარეს 2,5 მილიონ ევროდ აფასებს.
საერთო ჯამში, ჰანდანოვიჩმა მილანურ კლუბში 437 მატჩი ჩაატარა.