Cancel Preloader

ინტერმა გოსენსის შემცვლელი ბუნდესლიგაში იპოვა

 ინტერმა გოსენსის შემცვლელი ბუნდესლიგაში იპოვა
Digiqole Ad

ინტერმა გოსენსის შემცვლელი ბუნდესლიგაში იპოვა.

იტალიის ჩემპიონატში გადასვლა შეუძლია 24 წლის ხორვატ მცველ ბორნა სოსას, რომლის უფლებებსაც გერმანული “შტუტგარტი” ფლობს. ამის შესახებ ინსაიდერმა ჯანლუკა დი მარციომ განაცხადა.

როგორც ჟურნალისტი იტყობინება, ხორვატი ფეხბურთელით მილანის ინტერია დაინტერესებული. იტალიური გიგანტის უფროსებმა შტუტგარტს სოსას ტრანსფერის შეთავაზება უკვე გაუკეთეს.

ნერაძურებს მცველის იჯარით აყვანა სურთ მოგვიანებით ყიდვის ოფციით, რომელსაც გერმანელები 20 მილიონ ევროდ აფასებენ.

ხორვატმა მარცხენა მცველმა გასულ სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.