“ინტერმა” ემპოლის ნახევარმცველთან ტრანსფერი შეათანხმა

 “ინტერმა” ემპოლის ნახევარმცველთან ტრანსფერი შეათანხმა
სმარტუნიონი

“ინტერმა” ემპოლის ნახევარმცველთან ტრანსფერი შეათანხმა.

მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები “ემპოლის” ალბანელი ნახევარმცველის, კრისტიან ასლანის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

ავტორიტეტული ინსაიდერის ნიკოლო შირას ინფორმაციით, მილანის გუნდი 20 წლის ალბანელ ფეხბურთელთან მალე გააფორმებს ხელშეკრულებას, რომელიც 2027 წლის ივნისამდე იქნება გათვლილი. ასლანი “ინტერში” წელიწადში მილიონნახევარ ევროს მიიღებს. ამ კვირაში ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად გახდება ცნობილი.

გასულ სეზონში კრისტიან ასლანიმ იტალიის ჩემპიონატში 23 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ბოლოს დამატებული პოსტები