ინტერმა დაიწყო მოლაპარაკებები ფიორენტინას მცველზე
ინტერმა დაიწყო მოლაპარაკებები ფიორენტინას მცველზე.
მილანის “ინტერმა” ოფიციალური მოლაპარაკებები “ფიორენტინასთან” მცველი ნიკოლა მილენკოვიჩის ტრანსფერზე დაიწყო. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იუწყება.
აღსანიშნავია, რომ “ინტერი” სერბის შეძენას ზაფხულში სერიოზულად აპირებს. იმის გამო, რომ ნერაძურებმა ვერ შეძლეს ტორინოდან გლეისონ ბრემერის შეძენა, მილენკოვიჩი გახდა მათი მთავარი სატრანსფერო სამიზნე დაცვის გასაძლიერებლად.
ნიკოლას ფიორენტინასთან კონტრაქტიდან მხოლოდ ერთი წელი აქვს დარჩენილი. ამ ფაქტის გათვალისწინებით, იისფერების ხელმძღვანელობამ ფეხბურთელი შეღავათიან ფასად უნდა გაათავისუფლოს, ამიტომ ის ინტერს გაცილებით იაფი უნდა დაუჯდეს, ვიდრე ბრემერი ტურინის იუვენტუსს.