“ინტერმა” და “ბარსელონამ” პასუხი მიიღეს: “შახტარმა” დაასახელა თანხა

 “ინტერმა” და “ბარსელონამ” პასუხი მიიღეს: “შახტარმა” დაასახელა თანხა
სმარტუნიონი

“ინტერმა” და “ბარსელონამ” პასუხი მიიღეს: “შახტარმა” დაასახელა თანხა.

ბრაზილიელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს ინფორმაცია შახტარის ბოსების მიერ 23 წლის დოდოს მცველის გასაყიდად მოთხოვნილი თანხის შესახებ. UOL Esporte-ს ცნობით, დონეცკის კლუბი ბრაზილიელის 20 მილიონ ევროდ გაყიდვას დათანხმდა.

ფეხბურთელისთვის “ინტერი” და “ბარსელონა” იბრძოლებენ. გარიგებასთან უფრო ახლოს არის კატალონიური კლუბი, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელს “ახალ დანი ალვეშად” ხედავს.

ინტერი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მხოლოდ მაშინ შევა, როცა მარჯვენა მცველ დენზელ დამფრისს გაყიდის.

შეგახსენებთ, რომ შახტარმა დოდო ბრაზილიური კურიტიბადან 2 მილიონ ევროდ 2019 წელს შეიძინა. მას შემდეგ ფეხბურთელმა ნარინჯისფერ-შავების დაცვაში 97 თამაში ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბოლოს დამატებული პოსტები