ინტერმა ბოლონია დაამარცხა და ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვა

 ინტერმა ბოლონია დაამარცხა და ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვა
სმარტუნიონი

ინტერმა ბოლონია დაამარცხა და ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვა.

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის მატჩში ინტერმა სტუმრად ბოლონია დაამარცხა – 0:1.

ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე იან ბისეკმა გაიტანა.

ინტერი (75 ქულა) აგრძელებს ლიდერობას სერია A-ში. სიმონე ინძაგის გუნდმა 2024 წელს ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვა ყველა ტურნირზე. ბოლოს მილანელებმა ქულები მე-18 ტურში ჯენუასთან (1:1) მატჩში დაკარგეს, რომელიც 29 დეკემბერს გაიმართა.

ინტერმა გააგრძელა გამარჯვებების სერია და იუვენტუსს 18 ქულით უსწრებს სეზონის დასრულებამდე 10 ტურია დარჩენილი.

მომდევნო მატჩს ინტერი ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ატლეტიკოსთან გამართვს.

ბოლოს დამატებული პოსტები