“ინტერმა” ბასტონი მანჩესტერ სიტის 60 მილიონ ევროდ არ მიყიდა
“ინტერმა” ბასტონი მანჩესტერ სიტის 60 მილიონ ევროდ არ მიყიდა.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მანჩესტერ სიტი ინტერის მცველის ალესანდრო ბასტონის შეძენით არის დაინტერესებული.
წყაროს ცნობით, ინგლისურმა კლუბმა 23 წლის იტალიელისთვის 60 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ინტერმა უარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ თუ მანჩესტერ სიტი შეთავაზებას გაზრდის, შესაძლოა, იტალიურმა კლუბმა მცველი გაყიდოს.
ბასტონიმ ამ სეზონში “ნერაძურის” 43 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2024 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.