ინტერმა ბარელას მსურველებს ფასი შეუთვალა.
ინტერმა ბარელას მსურველებს ფასი შეუთვალა.
იტალიის ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესების სფეროშია, ამის შესახებ ინსაიდერი ეკრემ კონური სოციალურ ქსელში იუწყება.
წყაროს ცნობით, ნერაძურის ხელმძღვანელობა მზადაა ნახევარმცველი გაყიდონ, თუ მის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს გადაიხდიან. მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია ნიკოლოს მიმართ ლივერპულისა და ნიუკასლის ინტერესის შესახებ.
ბარელამ გასულ სეზონში 52 საკლუბო მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.
26 წლის ფეხბურთელს “ინტერთან” კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონ ევროდ არის შეფასებული.