“ინტერმა” ამ სეზონში უკვე 22 ჯერ დააქამბექა – და ეს რეკორდია ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში.
მილანის ინტერმა ამ სეზონში უკვე 22 ჯერ დააქამბექა – და ეს რეკორდია ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში.
იტალიის ჩემპიონატის სერია A-ს 36-ე ტურის მატჩში, ინტერმა მოახერხა ემპოლისთან წარუმატებელი მატჩის შემობრუნება, რომელშიც ნერაძურებმა პირველი ტაიმის პირველ ნახევარში ორი გოლი გაუშვეს.
შედეგად, მილანურმა კლუბმა ანგარიშით 4:2 მოიგო და ახლა ინტერს აქვს საინტერესო სეზონური მიღწევა ევროპის ჩემპიონატების ხუთეულში. ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში ინტერმა უკვე დააგროვა 22 „ქამბექი“ – ისეთ სიტუაციებში, როდესაც გუნდმა ჯერ დათმო, მაგრამ შემდეგ ან გაათანაბრა ან მოიგო კიდეც თამაში.
ამ მაჩვენებლით ინტერი პირველ ადგილს პსჟ-სთან და ჰოფენჰაიმთან ერთად ინაწილებს.