ინტერმა 30 მილიონი ევრო გამოიმუშავა
ინტერმაჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში მონაწილეობა ოფიციალურად გაინაღდა. ამრიგად, ამ მიღწევისთვის კლუბი უეფასგან მიიღებს ბონუსს, რომელიც ჯგუფური ეტაპის თითოეულ მონაწილეს ეკისრება, კერძოდ 30 მილიონი ევრო.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ინტერს ფინანსური პრობლემები აქვს. აშრაფ ჰაკიმისა და რომელუ ლუკაკუს შარშანდელმა გაყიდვებმა კლუბს ვერ დაეხმარა ყველა საკითხის მოგვარებაში. გავრცელებული ხმების თანახმად, სიტუაციიდან გამოსასვლელად ნერაძურის ხელმძღვანელობა მზად იქნება განიხილოს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ლაუტარო მარტინესის გაყიდვა, რომელსაც აქტიურად ტოტენჰემს და მადრიდის ატლეტიკოს უკავშირებენ.