ინტერის ყველაზე ცუდი შედეგი 11 წლის განმავლობაში

 ინტერის ყველაზე ცუდი შედეგი 11 წლის განმავლობაში

ინტერი

Digiqole Ad

ინტერის ყველაზე ცუდი შედეგი 11 წლის განმავლობაში.

ინტერი კიდევ ერთხელ დამარცხდა იტალიის ჩემპიონატის მატჩში.

ამჯერად ნერაძურის მომგები გადარჩენისთვის ბრძოლაში მყოფი “სპეცია” იყო – 2:1. სიმონე ინძაგის გუნდისთვის, დღევანდელი მარცხი მერვე იყო სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 26 ტურის შემდეგ – ბოლო 30 წლის განმავლობაში, კიდევ უფრო ცუდი მაჩვენებელი დაფიქსირდა მხოლოდ 1998/99 წლებში (10 წაგება) და 2011/12 წლებში (11 წაგება).

გუშინდელი შეცდომის შემდეგ, ინტერი მეორე ადგილის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. ამ დროისთვის ნერაძურებს აქტივში 50 ქულა აქვთ, ლაციოს – 48, რომას და მილანს – 47.