ინტერის ყოფილმა მცველმა კარიერა დაასრულა

 ინტერის ყოფილმა მცველმა კარიერა დაასრულა
Digiqole Ad

ინტერის ყოფილმა მცველმა კარიერა დაასრულა.

ინტერის ყოფილმა მცველმა ალექსანდრე კოლაროვმა ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

კოლაროვმა Sportske-ს უთხრა, რომ ყოველთვის ესმოდა, რომ ოდესმე ეს მომენტი დადგება და კარიერის დასრულება მოუწევს. ძალიან სამწუხაროა, რომ ცხოვრების ეს თავი ახლა უკან დარჩა, მაგრამ არის სიხარულიც, რადგან ამდენი ჯილდო მოიპოვა.

მცველი თამაშობდა ლაციოში, მანჩესტერ სიტიში, რომაში და სხვა კლუბებში. მისთვის ბოლო გუნდი იყო მილანის ინტერი, სადაც ის 2020 წლიდან იმყოფება. გასულ სეზონში ალექსანდრე კოლაროვმა ყველა ტურნირზე მხოლოდ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც გოლი არ გაუტანია.