ინტერის ყოფილი ნახევარმველი ინძაგის შემცვლელად

 ინტერის ყოფილი ნახევარმველი ინძაგის შემცვლელად
სმარტუნიონი

ინტერის ყოფილი ნახევარმველი ინძაგის შემცვლელად.

მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობა სერიოზულად ფიქრობს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სიმონე ინძაგის გათავისუფლებაზე. Tuttosport-ის ცნობით, მომდევნო სამი მატჩი იტალიელისთვის გადამწყვეტი იქნება. თუ მწვრთნელი ვადაში ვერ გამოასწორებს სიტუაციას, შესაძლოა სამსახური დაკარგოს.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს პირველ 5 ტურში, ინტერმა უკვე ორი მარცხი განიცადა. მთელი გასული სეზონის განმავლობაში ნერაძურებმა მხოლოდ 4 მატჩი წააგეს. ასევე, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მიუნხენის ბაიერნთან 0:2 დამარცხდა.

წყაროს ცნობით, ინძაგის შეცვლის მთავარი კანდიდატი ინტერის ყოფილი ნახევარმცველი დეიან სტანკოვიჩია, რომელმაც კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა 2010 წელს აიღო. 2019 წლიდან 2022 წლამდე სერბი ცრვენა ზვედას სამშობლოში ხელმძღვანელობდა.

ბოლოს დამატებული პოსტები