ინტერის ვიცე-პრეზიდენტი დიბალას შეხვდა


ინტერის ვიცე-პრეზიდენტი დიბალას შეხვდა.
ყოფილი ფეხბურთელი, ახლა კი ინტერის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ძანეტი პირადად შეხვდა პაულო დიბალას არგენტინელი თავდამსხმელის მილანურ კლუბში გადასვლის შესახებ.
ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ცნობით, ძანეტი პირადად შეხვდა არგენტინელ ფეხბურთელს ლონდონის ფინალისიმას დროს. ინტერის ვიცე-პრეზიდენტი ცდილობდა თავდამსხმელის დაყოლიებას მილანურ კლუბში გადასვლაზე. შეგახსენებთ, რომ “შავ-ლურჯები” მზად არიან დიბალას სამწლიანი კონტრაქტით წელიწადში 7 მილიონი ევრო გადაუხადონ.
გასულ სეზონში პაულო დიბალამ იუვენტუსში იტალიის ლიგაში 29 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ათი გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.