ინტერის ვარსკვლავმა პერსონალური რეკორდი დაამყარა
Goal.com-ის ანალიტიკოსების აზრით, 2021/2022 სეზონი ყველაზე წარმატებულია თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის კარიერაში გატანილი გოლების მხრივ.
ემპოლისთან დუბლის წყალობით (4:2), მილანის ინტერის თავდამსხმელმა პერსონალური ანგარიში ყველა ტურნირზე 23 გოლამდე გაზარდა. ადრე 24 წლის არგენტინელს ამდენი გოლი ერთ სეზონში არასოდეს გაუტანია.
მარტინესმა იტალიის ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა – 19. ეროვნულ თასზე მან ორი გოლი გაიტანა, თითო გოლი კი ჩემპიონთა ლიგასა და იტალიის სუპერთასზე.