ინტერის თავდამსხმელს სევილიაში ეპატიჟებიან
ინტერის თავდამსხმელს სევილიაში ეპატიჟებიან.
“სევილია” “ინტერის” თავდამსხმელი ალექსის სანჩესით არის დაინტერესებული, იტყობინება Tuttomercatoweb.
წყაროს ცნობით, ესპანური კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის მხარესთან მოლაპარაკებები უკვე გამართა. სანჩესს “ინტერთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. პორტალი Transfermarkt თავდამსხმელს 3,5 მილიონ ევროდ აფასებს.
გასულ სეზონში 33 წლის ჩილეელმა ლურჯების შემადგენლობაში 39 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.