ინტერის თავდამსხმელისთვის სერია A-ს ორი კლუბი იბრძოლებს


ინტერის თავდამსხმელისთვის სერია A-ს ორი კლუბი იბრძოლებს.
ფორვარდი ანდრეა პინამონტი, რომელიც მილანის ინტერს ეკუთვნის, იტალიურ სერია A-ს კლუბებს შორის მოთხოვნადია.
ინსაიდერ ნიკოლო სკირას თქმით, სასუოლო 23 წლის თავდამსხმელის შემდეგი კანდიდატი გახდა. შავ-მწვანეები ფეხბურთელისთვის ატალანტასთან კონკურენციას აპირებენ.
თავის მხრივ, ინტერის ხელმძღვანელობა მზადაა პინამონტი დათმონ, თუ მის სანაცვლოდ 18-20 მილიონ ევროს მიიღებენ.
2021/2022 წლების სეზონში თავდამსხმელი იჯარით თამაშობდა ემპოლიში. ანდრეამ 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.