ინტერის სპორტულმა დირექტორმა დაადასტურა კლუბის ინტერესი “ნაპოლის” ნახევარმცველის მიმართ
ინტერის სპორტულმა დირექტორმა დაადასტურა კლუბის ინტერესი “ნაპოლის” ნახევარმცველის მიმართ.
ინტერის სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა კლუბის ინტერესი ნაპოლის ნახევარმცველის პიოტრ ჟელინსკის მიმართ.
“ჟელინსკი იდეალურად შეეფერება ჩვენს გუნდს. ჩვენ განვიხილავთ მის ხელმოწერას იმის გათვალისწინებით, რომ ნაპოლისთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება. თუ წარმატებას მივაღწევთ, ბედნიერები ვიქნებით. თუ გარიგებაზე ვერ შევთანხმდებით, ის სხვა კლუბში წავა“, – ციტირებს მაროტას სიტყვებს Goal.
ჟელინსკი ნაპოლიში 2016 წლის აგვისტოდან თამაშობს, მისი კონტრაქტი ნეაპოლელებთან 2024 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.
2023/24 წლების სეზონში ნახევარმცველმა გუნდში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. პორტალი Transfermarkt.com ფეხბურთელის ღირებულებას 30 მილიონ ევროდ აფასებს.