“ინტერის” სპორტული დირექტორი პერიშიჩის კონტრაქტზე: “მოლაპარაკებები მიმდინარეობს”


“ინტერის” სპორტული დირექტორი პერიშიჩის კონტრაქტზე: “მოლაპარაკებები მიმდინარეობს”
მილანის ინტერის სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა ნახევარმცველ ივან პერიშიჩის კონტრაქტთან დაკავშირებით, რომელსაც კონტრაქტი ნერაძურებთან ივნისში ეწურება.
მიდის მოლაპარაკებები ივან პერიშიჩთან კონტრაქტის გასაგრძელებლად. ჩვენ გვსურს შეთანხმების მიღწევა რაც შეიძლება მალე. თუ ის გადაწყვეტს და სურს აქ დარჩენა, მაშინ ჩვენ ერთად გავაგრძელებთ თანამშრომლობას.
ბეპე მაროტა
შეგახსენებთ, რომ პერიშიჩის მომსახურებით დაინტერესებულია ლონდონის ჩელსიც, რომელიც მხოლოდ მარკოს ალონსოს შემცვლელის ძიებაშია, რადგან ესპანელი სავარაუდოდ ზაფხულში ბარსელონაში წავა.