ინტერის პრეზიდენტს კრედიტორების 250 მილიონი ევროს ვალი აქვს

 ინტერის პრეზიდენტს კრედიტორების 250 მილიონი ევროს ვალი აქვს
სმარტუნიონი

ინტერის პრეზიდენტს კრედიტორებს 250 მილიონი ევროს ვალი აქვს.

მილანის “ინტერის” პრეზიდენტს კრედიტორების წინაშე სერიოზული ვალი დაუგროვდა. Football-Italia-ს ინფორმაციით, სტივენ ჟანგმა კრედიტორების წინააღმდეგ სასამართლო პროცესი წააგო და ახლა 250 მილიონი ევროს ოდენობის ზარალს განიცდის.

კრედიტორები იძულებულნი გახდნენ უჩივლონ, რადგან ნერაძურის ხელმძღვანელმა თანხის დაბრუნებაზე უარი თქვა. პროცესის დროს ჟანგმა კატეგორიულად თქვა უარი ვალზე და განაცხადა, რომ დოკუმენტებში ყველა ხელმოწერა ყალბი იყო.

თავის მხრივ, სასამართლომ მიიჩნია, რომ „ინტერის“ პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო სესხში და მისი მცდელობა, თავი დაეღწია სახსრების დაბრუნებისგან, უაზრო იყო.

ბოლოს დამატებული პოსტები