“ინტერის” პრეზიდენტი აჩერბის “ლაციოდან” ტრანსფერს ბლოკავს
“ინტერის” პრეზიდენტი აჩერბის “ლაციოდან” ტრანსფერს ბლოკავს.
გამოცდილი მცველის, ფრანჩესკო აჩერბის ტრანსფერი რომის “ლაციოდან” მილანის “ინტერში” შესაძლოა არ განხორციელდეს, იუწყება Sky Sport Italia.
როგორც იტალიელი ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, ნერაძურის პრეზიდენტმა 34 წლის ფეხბურთელის იჯარაზე მოლაპარაკება დაბლოკა. ბოსი არ არის დაინტერესებული ისეთი ფეხბურთელით, რომელიც კლუბის ხელფასს გაზრდის.
გასულ სეზონში აჩერბიმ რომაული გუნდის შემადგენლობაში 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის ინფორმაციით, მცველის ღირებულება ოთხი მილიონი ევროა.