Cancel Preloader

ინტერის ნახევარმცველი შესაძლოა ლესტერში გადავიდეს

 ინტერის ნახევარმცველი შესაძლოა ლესტერში გადავიდეს
Digiqole Ad

ინტერის ნახევარმცველი შესაძლოა ლესტერში გადავიდეს.

მილანის ინტერის ნახევარმცველი რობერტო გალიარდინი შესაძლოა მალე ინგლისის პრემიერ ლიგაში გადავიდეს. Fc Inter News-ის ცნობით, იტალიელი ლესტერისთვის საინტერესოა, მაგრამ ფეხბურთელით მელაების გარდა თურქული გალათასარაიც ინტერესდება.

სეზონის ბოლოს გალიარდინის კონტრაქტი ინტერთან ეწურება. დიდი ალბათობით, ფეხბურთელი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ნახევარმცველმა უკვე მიანიშნა, რომ მომავალ ზაფხულს კლუბს დატოვებს.

მიმდინარე სეზონში რობერტომ იტალიის სერია A-ში მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელი მილანის ინტერში 2017 წლიდან თამაშობს.