ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ სერია A-ს 36-ე ტურის შემდეგ კომენტარი გააკეთა
ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ სერია A-ს 36-ე ტურში ემპოლისთან გამარჯვებით გამართული მატჩის შედეგები შეაჯამა.
შეგახსენებთ, რომ პირველი ტაიმის მსვლელობისას ინტერი 0:2 დამარცხდა, მაგრამ შესვენებამდეც “შავ-ლურჯებმა” უკან დაბრუნება შეძლეს. მეორე ტაიმში კი ინტერმა კიდევ ორი გოლი გაიტანა.
კარგია, რომ ეს გუნდი არ ნებდება. ეს ქამბექი თავდაჯერებულობით შეგვავსებს. ეს გუნდი 20 აგვისტოდან ბევრს მუშაობდა, მაგრამ ჩვენ გადავარჩინეთ მატჩი და დავრჩით რბოლაში.
სიმონე ინძაგი
ამრიგად, ინტერმა 36 ტურის შემდეგ 78 ქულა დააგროვა და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ ხაზზეა. მილანი 77 ქულით მეორე ადგილზეა, გუნდს ერთი თამაში აქვს ჩასატარებელი.