ინტერის მორიგი სატრანსფერო მიზანი მადრიდის რეალის მცველია
ინტერის მორიგი სატრანსფერო მიზანი მადრიდის რეალის მცველია.
მადრიდის “რეალის” მარჯვენა მცველი ალვარო ოდრიოსოლა შესაძლოა “ინტერში” გადავიდეს.
როგორც პრესაში ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რეალმა ესპანელი ნერაძურის შესთავაზა, რადგან ის მადრიდული კლუბის გეგმებში არ შედის. ჟურნალისტ ეკრემ კონურის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი მილანის გიგანტმა გამოიჩინა. მოლაპარაკებები დაიწყება, თუ ინტერი ამ ზაფხულს დენზელ დუმფრისს გაყიდის.
ალვარო ოდრიოსოლამ გასული სეზონი იტალიურ ფიორენტინაში იჯარით გაატარა და 27 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე. ესპანელის სატრანსფერო ღირებულებას Transfermarkt-ი 12 მილიონ ევროდ აფასებს.