ინტერის მფლობელი ჟანგი რომასთან და ბარსელონასთან მატჩს დაესწრება

 ინტერის მფლობელი ჟანგი რომასთან და ბარსელონასთან მატჩს დაესწრება
სმარტუნიონი

ინტერის მფლობელი ჟანგი რომასთან და ბარსელონასთან მატჩს დაესწრება.

მილანის ინტერის მფლობელი სტივენ ჟანგი საერთაშორისო შესვენების შემდეგ იტალიაში ჩავა, რათა რომასათან და ბარსელონასთან თამაშს უყუროს. ამის შესახებ გამოცემა Il Corriere dello Sport იტყობინება.

აღსანიშნავია, რომ ჟანგი შეშფოთებულია გუნდის თამაშით, რომელიც ამჟამად სერია A-ში სამი მარცხით მეშვიდე ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ჭორების თანახმად, მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის სიტუაციის გამოსასწორებლად ერთი თვე მიეცა.

გასულ სეზონში ინტერმა მეორე ადგილი დაიკავა სერია A-ში, ორი ქულით ჩამორჩა ჩემპიონ მილანს. ზაფხულში გუნდმა შეინარჩუნა საკვანძო მოთამაშეები და გაძლიერდა რამდენიმე მაღალი ხარისხის ახალწვეულით: რომელუ ლუკაკუ, ანდრე ონანა, ჰენრიხ მხითარიანი და სხვები…

ბოლოს დამატებული პოსტები