ინტერის მფლობელი შესაძლოა მალე შეიცვალოს

 ინტერის მფლობელი შესაძლოა მალე შეიცვალოს
სმარტუნიონი

ინტერის მფლობელი შესაძლოა მალე შეიცვალოს.

მილანის “ინტერში” მფლობელი შეიძლება შეიცვალოს. ამერიკული ფონდი ნერაძურის წილის ყიდვას აპირებს, იუწყება Il Giornale.

იტალიის ტოპ-კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით სიტუაცია უახლოეს რამდენიმე კვირაში გაირკვევა. პოტენციური მყიდველი ემზადება “ინტერის” შესაძენად შეთავაზების გასაკეთებლად. თუ მხარეები შეთანხმდებიან, გარიგება ამ სეზონის ბოლოს გაფორმდება.

შეგახსენებთ, რომ “ნერაძურის” ამჟამინდელ მფლობელს, სტივენ ჟანგს, “ინტერის” გაყიდვიდან 1,2 მილიარდი ევროს მიღება სურს.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ინტერმა“ 47 ქულა დააგროვა და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უკავია.

ბოლოს დამატებული პოსტები