ინტერის მცველით მადრიდის რეალი და მიუნხენის ბაიერნი ინტერესდება

 ინტერის მცველით მადრიდის რეალი და მიუნხენის ბაიერნი ინტერესდება
სმარტუნიონი

Todofichajes-ის ცნობით, რეალის მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის 23 წლის ფეხბურთელის გუნდშიში ხილვა სურს.

წყაროს ცნობით, ბასტონი მადრიდის რეალის მთავარი სამიზნეა, რადგან ანჩელოტი მომავალ სეზონში სამი მცველის ფორაციის გამოცდას გეგმავს.

FcInterNews-ის ცნობით, ბაიერნი ინტერესდება ინტერის მცველით, ალესანდრო ბასტონით.

წყაროს ცნობით, გერმანული გიგანტის წარმომადგენლები ბოლო რამდენიმე კვირაში დაუკავშირდნენ ბასტონის აგენტს პოტენციური ნაბიჯის განსახილველად.

ალესანდრო ინტერში 2017 წელს ატალანტიდან 31,1 მილიონ ევროდ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში 23 წლის იტალიელმა კლუბში 38 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, გაიტანა ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი ფასი Transfermarkt-ზე 60 მილიონი ევროა.

ბოლოს დამატებული პოსტები